
ბეზ ლურმენი
ბეზ ლურმენი — ავსტრალიელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი. გადაღებული აქვს ხუთი ფილმი. ცნობილია „წითელი ფარდის“ ტრილოგიით. ლურმანს დადგმული აქვს ასევე ოპერა. მისი ფილმები ძირითადად გამოირჩევა სანახაობით. მიუხედავად უჩვეულოობისა, კომერციული წარმატება ჰქონდა ფილმებს „რომეო+ჯულიეტა“ და „მულენ რუჟი!“. კრიტიკოსებმა ნაკლებად მოიწონეს „ავსტრალია“.